თბილისის მერმა, კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მერი, მოადგილეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
"იმ სისხლიანი ღამიდან, იმ ტრაგედიიდან, რომელიც ჩვენს დედაქალაქში დატრიალდა, 30 წელი გავიდა. 9 აპრილს, შეიძლება ითქვას, ორგვარი დატვირთვა აქვს: პირველ რიგში, ესაა ძალიან დიდი ტრაგედია, 21 ადამიანი დაიღუპა იმ ღამეს, თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ჩვენი ქვეყნის გათავისუფლების დასაწყისი. ეს იყო დღე, როდესაც დაიწყო იმპერიის ჩამოშლა. მადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის! ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღევანდელი დღე. მათ უნდა იცოდნენ, რა გააკეთეს 9 აპრილს გარდაცვლილმა ადამიანებმა, როგორ შესწირეს თავი სამშობლოს სიყვარულს და თავისუფლებას", განაცხადა კახა კალაძემ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.