თბილისის მერი 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის წერილს აფასებს და აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკასაც ეხმაურება.
კახა კალაძეს მიაჩნია, რომ წერილში „სწორი ანალიზია" გაკეთებული.
„ცხადია, ოპონენტებს წერილის შინაარსი არ მოეწონებოდათ. მათ სხვანაირად წარმოუდგენიათ თავისუფლება და დემოკრატია და როგორ წარმოუდგენიათ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და არ მინდა გავიხსენო, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში.
თვითონ წერილის შინაარსს რაც შეეხება, ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული. ყველაზე მთავარი არის ის, რაც მე ძალიან მომეწონა, ეს არის კონსოლიდაცია, გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ჩართულობით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს", განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.