თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ერთობლივი კონცერტი გამართეს საქართველოსა და ლიეტუვას გუნდებმა, რითაც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, 300-მდე სხვადასხვა თაობის მომღერალი შეიკრიბა, მათ შორის სახელმწიფო კაპელა, თბილისის ბიჭუნათა კაპელა, თბილისის ქალთა გუნდი, აფხაზეთის კაპელა, 28-ე სკოლის ბიჭუნათა გუნდი, ანსაბლი „ლირა“ და ვილნიუსის სახელმწიფო გუნდი.
ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.
„9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა და ჩვენ, ყველა ერთად, ვალდებულები ვართ, მადლობა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც ეს თავისუფლება მოგვიტანა. განსაკუთრებით იმ პატარა გოგონებს, რომლებმაც თავი გაწირეს, რომ დღეს, ჩვენ შვილებს დამოუკიდებელ საქართველოში ეცხოვრათ, რასაც აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ“, აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილს გაიხსნა და 14 მაისამდე გასტანს. დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზსა და ალტერნატიულ სივრცეში, ჯამში, 11 კონცერტი გაიმართება. ტრადიციულად, კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.