9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
კულტურის სახლის მცირე დარბაზში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „საქართველო ჩვენ გვეკუთვნის, საქართველო ჩვენია" გაიმართა, ხოლო ფოიეში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო.
ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძარში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ლოცვა აღავლინა.
საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის ხსოვნას და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო ყვავილებით შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები და ტანკები. დაიღუპა 21 ადამიანი, მოიწამლა და დაშავდა აქციის ბევრი მონაწილე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.