დუშეთში 9 აპრილი აღინიშნა
09-04-2019, 18:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილის დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

 

სიტყვით გამოსვლისას მათ ვრცლად ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეწირულ გმირებზე, გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული ღამე და აქცენტი გააკეთეს ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

 

 

დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა, მამა გრიგოლმა გარდაცვლილი გმირების მემორიალთან მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

 

 

ღონისძიებაზე სახელოვნებო სკოლის ლიტერატურის წრის წევრებმა ასევე წარმოადგინეს თემატური ლიტერატურული კომპოზიციები.

 

 

"9 აპრილი ერთდროულად მწუხარებისა და სიხარულის დღეა... დღე, საიდანაც მძიმე მსხვერპლის ფასად დაიწყო თანამედროვე საქართველოს ცხოვრება", განაცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი