მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, პოეტ დავით მაღრაძეს ხელისუფლებასთან ოპონირების მიზეზად, სასამართლოების თემა „ვერ გამოადგება".
ივანიშვილმა მმართველ გუნდთან დაკავშირებით მაღრაძის ბოლოდროინდელი განცხადებები შეაფასა და აღნიშნა:
„სად იყო მაღრაძე ხუთი წლის განამავლობაში, სად გაგიგიათ მაღრაძისგან, მე არ გამიგია საერთოდ, რომ სასამართლოში ერკვევა".
ყოფილი პრემიერ მინისტრის თქმით, დავით მაღრაძის გამონათქვამებს თავდაპირველად ვერ იჯერებდა, „შემდგომმა განცხადებებმა კი, აჩვენა, რომ ეს კაცი არ ხუმრობს".
„მე მინდა, მაღრაძეზე კიდევ გავიხსენო ისიც, რომ როდესაც წავიკითხე მაგის პირველი კრიტიკული გამონათქვამი ვერ დავიჯერე. რომ არ დაგიმალოთ, რამდენიმეს დავურეკე, მერე გადავამოწმე, მე შეცდომა მეგონა…
ვერც დავიჯერე მისი გამონათქვამები და მინდა, ტელემაყურებელს ვუთხრა, რამეთუ ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ახლობელი გვყავს, ძალიან ბევრი ურეკავდა ჩემს მეუღლეს, ზოგი ჩემამდე აღწევდა და წარმოდგენა ჰქონდათ მოლაპარაკებული არიან ერთმანეთშიო, ღმერთმა დამიფაროს ამისგან.
იმდენად მიუღებელი იყოს სხვებისთვისაც მისი ეს პოზიცია ისევე, როგორც ჩემთვის, მაგრამ მისმა შემდგომმა განცხადებამ აჩვენა, რომ ეს კაცი არ ხუმრობს. რატო გააკეთა და რატო თქვა ეს. ძალიან გაბრაზებული იყო ან სხვა რაღაც მიზეზი აქვს ძალიან ან ემოციური იყო, მაგრამ საფუძველი, რომელსაც ის ასახელებს ვერაფრით ვერ გამოდგება", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „იმედის" გადაცემაში „პირისპირ" სტუმრობისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.