საქართველოში სამუშაო ვიზიტად ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული სამხედრო პოლიციის ინიციატივის განვითარების ფარგლებში ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრა დღეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და სამხედრო დეპარტამენტის პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა აბესალომ მანჯავიძემ გახსნეს, მის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს მზარდ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
მონაწილეებს სიტყვით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პირველი რანგის საზღვაო კაპიტანმა, შტეფან ანიჰოფერმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა მატე რადოსმაც მიმართეს.
სამდღიანი სამუშაო ვიზიტის განმავლობაში ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წარმომადგენლები ვაზიანში საქართველოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის ოცეულის საველე-ტაქტიკურ წვრთნებს მოინახულებენ, დააკვირდებიან და შეაფასებენ. ბოლო ერთია წელია ნატოს მრავალეროვნულ ბატალიონთან თანამშრომლობით, აღნიშნული ოცეული ინტენსიურად ემზადება, 2020 წლის ბოლომდე კი ქართული ოცეულის ნატოს მრავლეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში გაწევრიანება იგეგმება, რაც ქართულ მხარეს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო მისიასა და ერთობლივ სწავლებებში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.
სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ოცეულს ქართველი და უცხოელი ინსტრუქტორები ამზადებენ. ისინი სწავლებებს საქართველოსა და უცხოეთში, მათ შორის, დანიაში, პოლონეთში, იტალიაში გადიან.
საქართველოში ვიზიტის განმავლობაში სტუმრები სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესსა და განხორციელებულ რეფორმებზეც მიიღებენ ინფორმაციას.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.