თბილისის მერია რეფორმის ახალ ეტაპს - ბიბლიოთეკების მედიათეკებში ადაპტირებას მიმდინარე კვირაში დაასრულებს
10-04-2019, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერია ბიბლიოთეკების რეფორმის ახალ ეტაპს - მათი ა(ა)იპ მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში ადაპტირების პროგრამას მიმდინარე კვირას დაასრულებს, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


დედაქალაქის მერმა ბიბლიოთეკების თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ აღნიშნული რეფორმის შედეგად, ისინი მუშაობას უფრო ღირსეულ გარემოში გააგრძელებენ.

 


„ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც ბიბლიოთეკების მედიათეკებში გადატანას გულისხმობს. დღეს ბიბლიოთეკებში არსებული სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო. მკითხველს იქ მისვლისა და წიგნის წაკითხვის არანაირი სურვილი არ გაუჩნდება. ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. გვახსოვს, ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ადგილი ჰქონდა თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას. ბიბლიოთეკების თანამშრომლების წინაშე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მათ სამსახურიდან არავინ გაუშვებს. ბიბლიოთეკარები მუშაობას უფრო კარგ და სუფთა გარემოში გააგრძელებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


მთავრობის სხდომაზე მერის მოადგილე სოფია ხუნწარიამ ბიბლიოთეკების რეფორმის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ რეფორმის მთავარი მიზანი ბიბლიოთეკების კულტურის ცენტრებად ქცევა და იქ მკითხველთა რაოდენობის გაზრდაა.

 


მისივე თქმით, დედაქალაქს დიდ დიღომსა და ვარკეთილში მალე ორი მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა შეემატება.

 


„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო, ბიბლიოთეკებში მიმდინარე რეფორმას. ამ კვირაში სრულდება რეფორმის პირველი ეტაპი, რაც ბიბლიოთეკების - ა(ა)იპ მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში ადაპტირებას გულისხმობს, სადაც უკვე სამი მედიათეკა გაერთიანდა. შედეგად, ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა ერთ სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს. მინდა ვთქვა, რომ არ იგეგმება თანამშრომლების გაშვება და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, ყველა ბიბლიოთეკარი საკუთარ სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. აქვე მსურს, გამოვეხმაურო ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ ვაპირებთ ბიბლიოთეკების ნგრევას, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი ინფორმაციაა. თბილისს კიდევ ორი ახალი ბიბლიოთეკა შეემატება. ეს იქნება მულტიფუნქციური შენობები დიდ დიღომსა და ვარკეთილში, სადაც შენობის უმთავრესი ნაწილი, სწორედ მედიათეკას ეთმობა. ვფიქრობ, ჩვენი რეფორმა წარმატებით დასრულდება და ჩვენ ჩვენს ბიბლიოთეკარებთან ერთად, მკითხველთა რაოდენობის გაზრდას შევძლებთ“, - განაცხადა სოფია ხუნწარიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი