ბიძინა ივანიშვილი გახლართულია საკუთარ პარტიულ ინტრიგებში, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
გოცირიძე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა: „წამოსცდა, რომ ანაკლიის პროექტი არის წამგებიანი და მისი რენტაბელურობა შეიძლება მიღწეული იყოს 30-40 წლის შემდეგ. ამას რომ ინვესტორი მოისმენს, როგორ უნდა გაბედოს ანაკლიის პროექტში მონაწილეობა".
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ ძალაუფლებას კარგავს.
„ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ძალაულფებას, რომ დარჩა მარტო, გაწირა ყველამ, ვისაც კი ელემენტარულად ჭკუა მოეკითხება. ოთხჯერ ახსენა „კაპიტანი გიგაური,“ ორჯერ მეტად შალვა შავგულიძე, უთვალავჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ერთხელ უხსენებია რუსეთი. არის გახლართული თავის პარტიულ ინტრიგებში, მიატოვა საყვარელმა პოეტმა მაღრაძემაც კი და დარჩა დამწყები პოეტ თალაკვაძის ამარა", აცხადებს რომან გოცირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.