იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან, ბონდო სოფრომაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე სამუშაოები გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის და თერჯოლა-ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელ გზებზე მიმდინარეობს. ჯამში ორივე პროექტის ფარგლებში 11-კილომეტრიანი გზის მშენებლობა განხორციელდება.
ასევე, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების რეაბილიტაცია. სოფელ ბარდუბანში, მდინარე როკიანას ადიდების შედეგად უბანთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა და მოსახლეობისთვის დროებით მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი. ამჟამად კი, კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს და მალე სოფელი ახალი ხიდით ისარგებლებს. გარდა, ამისა სოფელ საზანოში დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც ხორციელდება.
ინფრასტურქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ბარდუბანში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნენ. პროექტის დასრულების შემდეგ, 900 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით.
თერჯოლაში, სოფელ გოგნში 30 ბვშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობაც მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 244 084 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ძევრის ცენტრის კეთილმოწყობაზე 517 237 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.