თბილისის მერი კახა კალაძე დირსის დასახლებაში მივიდა და კოოპერტიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა.
„დაახლოებით 3 ათასი ოჯახია, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. მე დავპირდი მათ, რომ ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, ვინც მოაგვარებდა, მოაწესრიგებდა ამ მიმართულებას, რომელიც მათ 20-30 წლის განმავლობაში აწუხებთ და ვერანაირად ვერ იქნა მოგვარებული. უკლებლივ ყველა ადამიანს დავაკმაყოფილებთ. არ იქნება არც ერთი ადამიანი, ვინც არ იქნება დაკმაყოფილებული. მე დღეს ძალიან მიხარია, როდესაც აქ მოვედი, 57 ოჯახი, ვისაც გადავეცით ეს საცხოვრებელი ფართები, ამდენი გახარებული ადამიანი, სიხარულისგან თვალცრემლიანი დედა, თვალცრემლიანი მშობელი, ემოციურად ძალიან დატვირთული ვარ და უბედნიერესი ადამიანი ვარ, როდესაც ამდენ გახარებულ ადამიანს ხედავ, ამდენ სიხარულს ხედავ. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანები დაბერდნენ, წლების განმავლოაბაში საკუთარ საცხოვრებელ ფართებს ვერ იღებდნენ და დღეს მათ აქვთ ეს ბედნიერება“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.