"სერგი შვილივით გავზარდე... მიშველეთ, მაპოვნინეთ, აღარ ვიცი, როგორ ვიტირო ჩემი დახატული ბიჭი"
30-07-2015, 09:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"წლინახევრის იყო დედა რომ გარდაეცვალა, დედამისი - ანა ანგელოზივით ლამაზი იყო, სერგის დედის ნაკვთები გამოჰყვა... ანა 24 წლის იყო რომ გარდაიცვალა, შვილზე ნერვიულობას გადაყვა ანას დედაც, ანუ სერგის ბებია, ის ჩემი და იყო და ბავშვი მე ჩამაბარა გასაზრდელად. მეც შვილივით გავზარდე, ჩემს ბიჭს 17 წელი თვალებში შევციცინებდი".


13 ივნისს თბილისში დატრიალებული სტიქიისას დაკარგულებს ოჯახის წევრები დღემდე ეძებენ. ერთ-ერთი მათგანი სერგი კაპანაძეა, რომელიც იმ საღამოს, დებ ზარანდიებთან, ერთად სახლში ბრუნდებოდა. გარდაცვლილი დები სტიქიიდან რამდენიმე დღეში იპოვეს მაგრამ, სერგის ძებნა დღემდე გრძელდება. ოჯახის წევრები იმედს არ კარგავენ, ამ ცოტა ხნის წინათ განცხადებაც გაავრცელეს: "ყველას, განსაკუთრებით კი თბილისიდან აზერბაიჯანამდე მტკვრის ორივე სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას, უმორჩილესად გთხოვთ, დააკვირდეთ 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაკარგული სერგი კაპანაძის ფოტოებს. თუ ვინმე შენიშნავთ ქუჩაში მოხეტიალე ასეთი გარეგნობის ახალგაზრდას, რომელსაც, სავარაუდოდ, ამნეზია დაემართა და არ იცის, ვინ არის, გამომეხმაურეთ ამ ნომრებზე 04 31 25 21 49 ან 595 37 21 49. ნუ დაიზარებთ და ყველამ გააზიარეთ ეს ფოტო, იქნებ მივაკვლიოთ სადმე ჩემს უგზოუკვლოდ დაკარგულ ბიჭს."


ნინო თევდორაძე - სერგი კაპანაძის ბებია:



- სერგი ობლად გავზარდე, წლინახევრის იყო დედა რომ გარდაეცვალა, დედამისი - ანა ანგელოზივით ლამაზი იყო, სერგის დედის ნაკვთები გამოჰყვა... ანა 24 წლის იყო რომ გარდაიცვალა, შვილზე ნერვიულობას გადაყვა ანას დედაც, ანუ სერგის ბებია, ის ჩემი და იყო და ბავშვი მე ჩამაბარა გასაზრდელად. მეც შვილივით გავზარდე, ჩემს ბიჭს 17 წელი თვალებში შევციცინებდი, და რას ვიფიქრებდი, რომ ეს პატარა მდინარე წამართმევდა. ყველაფერს ვაკეთებდი რომ კაცი გამოსულიყო, გზაში რომ მომყვებოდა ყველა ეფერებოდა ანას შვილიაო და ისე უხაროდა დედაზე კარგს რომ ეუბნებოდნენ. სკოლაშიც კი ხელჩაკიდებული მიმყავდა და მომყავდა, ხელს არ ვუშვებდი, ერთი შვილი მყავს და ყველამ იცის რომ სერგი მაინც პირველი იყო. გთხოვთ, მიშველეთ, დამეხმარეთ, მაპოვნინეთ ჩემი დახატული ბიჭი! აღარ ვიცი როგორ ვიტირო ჩემი ბიჭი, ეკლესიაში ლოცვებში ვიხსენიებ, როგორც გზააბნეულს და ვეღარ ვხვდები როგორ ვიტირო, მკვდარია, თუ - ცოცხალია..

 


ჩვენ არ ვკარგავთ იმედს და ვფიქრობთ, რომ იქნებ სტრესზე ან დაშავების გამო ამნეზია დაემართა... მე და სერგის ძმა იმასაც კი ვფიქრობთ, რომ გავყვეთ მტკვრის ნაპირს და აზერბაიჯანის საზღვრამდე მივიდეთ. იქნებ, მოვძებნოთ, ან იქნებ, ვინმემ რამე ახალი ხელჩასაჭიდი ინფორმაცია გაგვაგებინოს. ბავშვს შორს არსად ვუშვებდი. სერგის დიდი გეგმები ჰქონდა. მოსკოვში უნდოდა წასვლა, მაგრამ მე მეშინოდა იქ სკინჰედებთან არ შექმნოდა რაიმე პრობლემა. თბილისში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მეგობარს აცილებდა გერმანიაში.


არავინ გვეხმარება სერგის მოძებნაში, ვიღას მივმართოთ არ ვიცი. მესმის, რომ სტიქიას ვერავინ ვერ დაუდგება წინ და ვერ შეაჩერებდნენ, მაგრამ ხომ იცოდნენ რომ ასეთი მდგომარეობა იყო, გზები მაინც გადაეკეტათ...


სრულად იხილეთ ბმულზე: http://www.kvirispalitra.ge/public/25973-qsergi-shvilivith-gavzarde-mishveleth-mapovnineth-aghar-vici-rogor-vitiro-chemi-dakhatuli-bitciq.html

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი