„სადამდე დაეცა ივანიშვილი, რომ მას უწევს თქვას შემდეგი, რომ გმირი ყოფილა მურუსიძე და ჯალათი ყოფილა შავგულიძე“, ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის „იმედის“ ეთერით გადაცემულ ინტერვიუს.
„სადამდე დაეცა ივანიშვილი, რომ მას უწევს თქვას შემდეგი, რომ გმირი ყოფილა მურუსიძე და ჯალათი ყოფილა შავგულიძე - შავგულიძე, რომელიც ებრძოდა წინა ხელისუფლებას და სამართლიანად სასამართლოს გამო და გირგვლიანის საქმის თვალსაზრისით განსაკუთრებით, და მურუსიძე, რომელმაც დაღუპა წინა ხელისუფლება, მოდით პირდაპირ ვთქვათ. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, უკავშირდება მთაწმინდის ოლქში კარს მომდგარ არჩევნებს და მე მაინტერესებს პატივისცემით კითხვა დავუსვა ბატონ ლადო კახაძეს, „ქართული ოცნების“ მხრიდან წარდგენილ კანდიდატს მთაწმინდის ოლქში, იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობ. ბატონო ლადო, თქვენ მართლაც მიგაჩნიათ შავგულიძე ჯალათად და მურუსიძე ანგელოზად? ყველა ვაღიარებთ, ვიყავით წინა ხელისუფლებაში თუ არ ვიყავით, მნიშვნელობა არ აქვს, რომ მურუსიძე და მურისიძის დარი ხალხი სასამართლო სისტემაში და ზოგადად სასამართლო სისტემა, როგორც ასეთი არ არსებობდა და იმართებოდა პროკურატურის მიერ ზუსტად მურუსიძის ხელით და ამიტომაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაბარდა 2012 წელს ოპოზიციას და დღეს ივანიშვილი ამბობს იმას რასაც ამბობს, ნუ ახლა რა ლოგიკას ექვემდებარება ეს. როგორ შეიძლება ჩვენ გვინდოდეს, გვქონდეს ის ბერკეტი მურუსიძეზე, მართვის თვალსაზრისით, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“, პირდაპირ ვთქვათ, დაღუპა“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.