ბიძინა ივანიშვილი თავისი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნის დამაქცევარი შეიძლება გახდეს, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა და ივანიშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა, გუბაზ სანიკიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის „იმედზე“ გასული ინტერვიუს შეფასებისას.
„მას, როგორც ჩანს არ ახსოვს და მინდა შევახსენო, რომ ის გადმოვიდა ჩვენსკენ, ოპოზიციაში, თორემ მანამდე სააკაშვილთან ერთად იყო და მისი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. ჩვენ საქმე გვაქვს, სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ, ფსიქიურ აშლილობასთან და მან უკვე სპეციალისტებს უნდა მიმართოს იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის სახიფათოა ძალიან. ჩვენ გუშინ ვნახეთ რაა? შემაძრწუნებელი ფაქტი ჩემთვის პირადად, რომ ეს კაცი თავისი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნის დამაქცევარი შეიძლება გახდეს. ამიტომ, პრობლემა უკვე არ არის ბიძინა ივანიშვილში, პრობლემა უკვე არის ჩვენში, ჩვენ რას ვაპირებთ, ყველანი დანარჩენები, განურჩევლად ორიენტაციისა. საქმე გვაქვს ჩვენ ფსიქიურად აშლილ, გაბოროტებულ ადამიანთან, რომელმაც ომი გამოუცხადა მთელ სამყაროს, მარტო ქართველ ხალხს არა. სხვათაშორის, გუშინ მან დააფიქსირა, რომ ქართველი ხალხი თურმე უმადური არის, ანუ ყველას ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. ნებისმიერ ფსიქიატრს ჰკითხეთ, ეს არის პარანოიის პირველი ნიშანი“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული ის იდეაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, უნდა აღორძინდეს ქართული კინოწარმოება და შეიქმნას ისტორიული ხასიათის ფილმები.
„რამდენი ქართული სერიალი გადის დღეს. გადის ერთი - „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც არის პერსონაჟი ბაქარ ორჯონოკიძე და როგორც ჩანს, თავის თავი ამოიცნო, ჩვენ ხომ არ დაგვიბრალებია ეს. ამითი არის უკმაყოფილო და მან ალტერნატივად გამოგვიცხადა, რომ ისტორიულ სერიალებს გადაიღებს. მე მაქვს ჩემი ვარაუდი და ვურჩევ ბატონ ბიძინას. მან უნდა გადაიღოს ისტორიული სერიალი სახელით - 301 ანუ სამასი არაგველი კი არა, სინამდვილეში სამას ერთი არაგველი იყო, უბრალოდ, ერთი მძიმედ დაიჭრა იქ და გადარჩა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. მეორე, ეს არის როგორც ჩანს, მარტვილის ციხე-კოშკში დავით აღმაშენებლის აღზრდაში გიორგი ჭყონდიდელი კი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ეს იყო სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი გიორგი ჭყონდიდელის ფსევდონიმით“, აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.