ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ზედავანი - გადიდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ზედავანი-გადიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 1,700 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. აღნიშნული გზის რეაბილიტაციაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 347 200 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „გიანი" ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.