უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი დუშეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა
10-04-2019, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს, 10 აპრილს, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი დუშეთის მუნიციპალიტეტს, საელჩოს პირველ მდივანთან, ტატიანა კოვპაკთან ერთად ესტუმრა. უკრაინელი დიპლომატები მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ინაშვილმა მიიღეს.

 


სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა დაგეგმილ კულტურულ კავშირებსა და ღონისძიებებზე ისაუბრეს, მათ ასევე ხაზი გაუსვეს უკრაინისა და საქართველოს წინაშე არსებულ საერთო პერსპექტივებსა და გამოწვევებს.

 


ზურაბ სეხნიაშვილმა ელჩს ქალაქში მიმდინარე პროექტები გააცნო და სამომავლო პარტნიორობის გეგმებს შეეხო. გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება.

 


ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სტუმრებმა მოინახულეს დუშეთის განახლებული ბულვარი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ილია ზაქაიძის სახელობის რეაბილიტირებული კულტურის სახლი, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის შენობა (ყოფ. მუსიკალური სკოლა), ბაზალეთის ტბა და ასევე ესტუმრნენ დუშეთის ლიეტუვურ-ქართული კულტურის ცენტრს.

 

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი საქართველოში ტატიანა კოვპაკი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი და დუშეთის ლიეტუვურ - ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი