მამუკა ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ გულწრფელი შეფასება, პოლიტიკური შეფასება, მათ შორის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით
10-04-2019, 18:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გუშინ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.

 

 

სტრასბურგში ვიზიტად მყოფმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გულწრფელი შეფასებები გააკეთა.

 

 

„ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გულწრფელი შეფასება, პოლიტიკური შეფასება, მათ შორის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით; იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და იმ ეროვნულ ინტერესებზე, რომლებიც უნდა აერთიანებდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ პოლიტიკურ ძალას.

 

 

ბუნებრივია, ჩვენ გუნდში გვაქვს ხოლმე კონსულტაციები. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს წარდგენილი ძალიან ამბიციურ რეფორმათა პაკეტი და დღესაც მოისმინეთ ჩვვენი ევროპელი მეგობრების, რომ ჩვენი რეფორმათა პაკეტი მართლაც არის ამბიციური და შედეგებზე ორიენტირებული. ჩვენ ვართ შედეგებზე ორინტირებული მთავრობა. კონსულტაციები ყოველთვის მიდიოდა. მე გიდასტურებთ, რომ ახლაც მიდის. დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია. მე ყოველთვის დაგიდასტურებთ იმას, რომ ჩვენ ვართ ყოველთვის ორიენტირებული პროგრესზე, ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ის ადამიანური რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაქსიმალურად ეფექტურად არის გამოყენებული იმ მიზნების მისაღწევად, რაც არის ქვეყნის წინაშე", განუცხადა მედიას მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი