თურქული კომპანია გურიაში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს
31-07-2015, 00:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქული კომპანია „Fast track textile“, გურიაში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში, გია სალუქვაძე კომპანიის დირექტორს ალი შაჰინს შეხვდა.


გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, „Fast track textile“-ს ძირითად საქმიანობას სპორტული ტანსაცმლის წარმოება წარმოადგენს. დამფუძნებელი, მსოფლიო ბაზარზე Adidas, NIKE, VANS -ის ფირმების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიად არის ცნობილი. კომპანიის მიზანი ქალაქის ცენტრალურ უბანში სამკერვალო საწარმოს აშენება გახლავთ. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო-სარეალიზაციო ფართების შესწავლის შემდეგ მოლაპარაკება შემდეგ ეტაპზე გადავა. პროექტის განხორცილების შემდეგ საწარმო 450-მდე ადგილობრივ მცხოვრებს დაასაქმებს.


„მხარის ხელისუფლება კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას უცხადებს. გურიის რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. მსგავსი სახის პროექტები რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მინდა მადლობა გადავუხადო ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს, რომლის უშუალო მონაწილეობითაც შედგა დღევანდელი შეხვედრა,“ - განაცხადა გია სალუქვაძემ.


შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე, სოსო ერქომაიშვილი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, მურთაზ ფოცხიშვილი და „Fast track textile-ს“ კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი