თბილისის საკრებულო წევრებმა, ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნების“ რიგები დატოვეს.
შაქარიშვილმა და ჯიშკარიანმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი 13 აპრილს დავით მაღრაძის „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის უხეშ მცდელობებს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. ჩემთვის მიუღებელია, მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება.
ჩემთვის მიუღებელია, პრინციპული და ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი უთანასწორო ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინებისა და „ნაცებად" სახელდების მცდელობა. ჩემთვის მიუღებელია, სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათების უხეში „გაპრავება".
ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაში 2012 იდეალებთან და იმ დაპირებებთან, რომლებიც სულ ახლახან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა. სწორედ ამიტომ, მე ვტოვებ „ქართული ოცნების" უმრავლესობას და 13 აპრილს, 14:00 საათზე ფილარმონიაში ვუერთდები „დაიცავი საქართველოს" საგანგებო შეკრებას.
მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც თვლის, რომ ეს უპერსპექტივო წრე გასარღვევია, შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ახალი პოლიტიკური ასპარეზი, სადაც მოძალადე და მედროვე კი არ ფასდება, არამედ ღირსეული, სამართლიანი და პრინციპული ადამიანი", განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.