თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტობუსს მუხრუჭი გაუფუჭდა და ტროტუარზე შევარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყვითელ ავტობუსს მუხრუჭი გაუფუჭდა. მიმდინარე წლის თებერვალში ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი წყნეთის გზაზე. ავტობუსი, რომლის მუხრუჭიც ჩავარდა, გზის სავალი ნაწილიდან დაგორდა და ხეებში შევარდა. მაშინ აღნიშნული შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.