ჯაბა ჯიშკარიანი: მიუღებელია, როდესაც ასე სვამს პარტიის თავმჯდომარე საკითხს - ლევან მურუსიძე არის გმირი, ვინც 26 მაისისა და 7 ნოემბრის სადარაჯოზე იდგა - „ნაცების“ წისქვილზე წყლის დამსხმელი
11-04-2019, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი „ქართულ ოცნებას" ტოვებს. ჯიშკარიანთან ერთად, პარტია ვახტანგ შაქარიშვილმაც დატოვა. საკრებულოს წევრებმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ამცნეს.

 

 

„ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით თვალ-ყურს განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს პარლამენტი მაქვს მხედველობაში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე და აზრის მოხვევა, რომ თითქოს, ლევან მურუსიძე არის გმირი და ლევან გოგიჩაიშვილი და ყველა ჩვენი თანამებრძოლი და ის ბრძოლა, რაც ვაწარმოეთ 2012 წლამდე, იყო „ნაცების" წისქვილზე წყლის დასხმა და ჩვენ ვართ ყველანი „ნაციონალები" ვინც ამას ვიზიარებთ, რაც თა თქმა უნდა, ჩვენთვის არის შეურაცხყოფა და მიუღებელი. ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი ის წლები, რომლებიც გამოვიარეთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად....

 

 

მაშინ, როდესაც ასე სვამს პარტიის თავმჯდომარე საკითხს, რომ ლევან მურუსიძე არის გმირი, დანარჩენი ყველა ვინც სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის უფლებებს იცავდა, 26 მაისისა და 7 ნოემბრის სადარაჯოზე იდგა, არის „ნაცების" წისქვილზე წყლის დამსხმელი - ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა არის მიუღებელი და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება", განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა, რომლის თქმითაც, იგი ვახტანგ შაქარიშვილის მსგავსად, „დაიცავი საქართველოს" უერთდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი