ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გონერი მეფარიშვილმა დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაბაჯოურის უბანში, მდინარე სულორზე ხიდის მშენებლობის მიმდინარეობა დათვალიერეს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გრინვეი“-ს მიერ მდინარე სულორზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. იგება რკინის ერთმალიანი კონსტრუქცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდის მალებზე სავალი ნაწილის მოწყობის სამუშაოები.
მდინარე სულორზე არსებული ძველი ხიდი სტიქიის გამო დაზიანდა და მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველი გახდა, ახალი ხიდის მშენებლობა კი, საგრძნობლად მარტივს და უსაფრთხოს გახდის როგორც საფეხმავლო, ისე საავტომობილო მიმოსვლას.
აღნიშნული ხიდის მშენებლობაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 280 000 ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სამუშაოები მაისში დასრულდება.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.