ლევან იზორია ვიზიტად ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა
11-04-2019, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენის ფარგლებში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს ხორვატიის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან და თავდაცვის მინისტრთან დამირ კრსტიჩევიჩთან შეხვედრით დაიწყებს. საზღვაო ძალების შტაბბინაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ კოლეგები შეხვედრას გამართავენ და საქართველოსა და ხორვატიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე იმსჯელებენ.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის შემდეგ მინისტრების მიერ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება იგეგმება, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს, მათ შორის სამხედრო განათლების კუთხით და მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობით.

 


ქალაქ სპლიტში ვიზიტის დასასრულს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენას - ASDA 2019 დაესწრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი