ანდერს ფოგ რასმუსენი: „ჩვენ უნდა დავთანხმდეთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც ევროკავშირი დათანხმდა კვიპროსის მიღებას, მაგრამ ამავე დროს, განვაცხადოთ, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“
11-04-2019, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთადერთი გზა, რომ პუტინის დე ფაქტო ვეტო დაძლიო, არის საქართველოს ნატო-ში მიღება ევროკავშირში კვიპროსის გაწევრიანების მოდელით, – ეს განცხადება ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს „პირველ არხთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ერთადერთი წინაღობა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია.

 


რასმუსენი მიიჩნევს, რომ „ჩვენ უნდა დავთანხმდეთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც ევროკავშირი დათანხმდა კვიპროსის მიღებას, მაგრამ ამავე დროს, განვაცხადოთ, რომ ნატო-ს წესები და ვალდებულებები და მათ შორის მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

 


„საქართველო აკმაყოფილებს თითქმის ყველა პირობას და მოთხოვნას, რათა გახდეს ნატო-ს წევრი. მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე არის ტერიტორიული დავა რუსეთთან, რომელიც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ეხება. მაგრამ, თუ ჩვენ ამას საჯაროდ ვაღიარებთ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პუტინს აქვს დე ფაქტო ვეტო და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პირობებში, რუსეთი მუდამ დაბლოკავს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ერთადერთი გზა ამ სიტუაციიდან გამოსასველელად არის საქართველოსთან ისე მოქცევა, როგორც ევროკავშირი მოიქცა კვიპროსის შემთხვევაში. ჩვენ უნდა დავთანხმდეთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც ევროკავშირი დათანხმდა კვიპროსის მიღებას, მაგრამ ამავე დროს, განვაცხადოთ, რომ ნატო-ს წესები და ვალდებულებები და მათ შორის მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც ევროკავშირის წესები არ ვრცელდება კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილზე“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

კომენტარები: 1
#1   არჩილ კობახიძე
      
აუცილებელია ჩვენი ნატოში გაწევრიანება. ეს არის საბოლოო და უმნიშვნელოვანესი მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის.
11 აპრილი 2019 19:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი