გლდანის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
11-04-2019, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონში გამწვანების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, გლდანის ხევის N1-1ა კორპუსებთან მდებარე სკვერში სხვადასხვა სახეობის 20 ფოთლოვანი ხე დაირგო.

 

 

საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, გლდანის რაიონში, ჯამში, 165 მოზრდილი, ოთხი სახეობის - ირმის რქა, ნეკერჩხალი, დეკორატიული თუთა და არღავანის ხეები რვა მისამართზე დაირგვება.

 

 

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მოსახლეობასთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად მიიღო.

 

 

„გლდანის ხევის N1-1ა კორპუსებთან გამწვანების აქცია მოვაწყვეთ, რომლის ფარგლებშიც, ახლადმოწყობილ სკვერს მოსახლეობასთან ერთად, სხვადასხვა სახეობის 20 ხე შევმატეთ. რასაკვირველია, გამწვანების ღონისძიებები სხვა მისამართებზეც არის დაგეგმილი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ნარგავებს მოუფრთხილდეს და როგორც სკვერის ინფრასტრუქტურა, ასევე გამწვანების ზოლი არ დააზიანოს. მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ არსებულ გარემოს ერთად გავუფრთხილდეთ “, განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

 

 

აღნიშნული ხეების მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული შპს „მწვანე სახლი“ ახორციელებს.

 


სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 66 959 ლარი გამოიყოფა.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი