გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, ქალაქ ონის ტერიტორიაზე სკვერების გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ამ დროისთვის დავით აღმაშენებლის მოედანზე არსებულ სკვერში ნარგავების განახლება-გამრავალფეროვნება მიმდინარეობს.
სამუშაოებში ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე და მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
სკვერების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას ონის მუნიციპალიტეტის მერიის გამწვანების სამსახური უზრუნველყოფს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია იმედს გამოთქვამს, რომ სკვერების მოვლა-პატრონობაში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთვება და გაუფრთხილდება ქალაქის იერსახეს.
საგაზაფხულო რგვები ქალაქ ონში მომავალშიც გაგრძელდება.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.