შენმა მეგობარმა ჩინჩალაძემ მიუტანა დაწერილი ტექსტი ირაკლი კობახიძეს მის კაბინეტში, სადაც ჩაწერა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანიც კონსტიტუციაში უნდა ეწეროს, ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრს, ვანო ზარდიაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეებთან დაკავშირებით ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვა გაიმართა.
„კონსტიტუციური ცვლილებების პროცესი მთლიანად მიჰყავდა პარლამენტის თავმჯდომარეს. იურიდიულ კომიტეტში საკმაოდ ვრცლად მომზადებული შენიშვნების დოკუმენტი არ გაიზიარა. კონსტიტუციაში არ ეწერა ის, რომ იმ ხალხს, ვის მიმართაც არსებობს ასეთი განსაკუთრებული აგრესია და მიუღებლობა, უვადოდ უნდა ირჩევდეს იუსტიციის საბჭო.
ასეთი რამე კონსტიტუციაში არ წერია, მაგრამ მეორე მოსმენის დროს ნამდვილად შენმა მეგობარმა ჩინჩალაძემ მიუტანა დაწერილი ტექსტი ირაკლი კობახიძეს მის კაბინეტში, სადაც ჩაწერა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანიც კონსტიტუციაში უნდა ეწეროს და დაამატა მათ შორის არჩევის პროცედურა.
ასე რომ, შენ და ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ ერთმანეთში გაარკვიეთ, ეს ჩანაწერი როგორ გაჩნდა იქ. მერე ასევე ჰკითხე შენს მეგობარ კობახიძეს, რა შენიშვნები მქონდა მე პირადად და რაზე ვათქმევინეთ უარი და არ გავატანინეთ", მიმართა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს, რომელმაც მას კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.