ისნის რაიონს 350 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. მშენებლობის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან, თამარ ტალიაშვილთან და ნინო ლაცაბიძესთან ერთად ნავთლუღის ქუჩის N8-ში გაეცნო.
სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებაში 11 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება და 7-მდე ადამიანი დასაქმდება. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
„ისნის რაიონში საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არსებული რაოდენობა კი ამ მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს. ნავთლუღის ქუჩის გარდა, კიდევ ერთი ბაღი ქინძმარაულის ქუჩაზე აშენდება, ხოლო სულ დედაქალაქის მასშტაბით, ამჟამად 10 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს,“ განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე თვეში საშუალება ექნება დაარეგისტრირონ ბავშვები ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე ახალ საბავშვო ბაღში, რაც უამრავი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.
მშენებლობას კომპანია „ინდივიდ-პარტნიორი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 2 777 000 ლარია და მისი დასრულება 9 თვეში იგეგმება.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.