ბესელიობანათი დაიღალა უკვე საზოგადოება, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ყოფილი თანაგუნდელის და ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას მისამართით გააკეთა.
როგორც ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ბესელიას კომენტარებზე კომენტარებით პასუხს არ აპირებს" და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული იქნება.
მანვე უარყო ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიხეილ ჩინჩალაძემ ირაკლი კობახიძეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დროს მიუტანა დაწერილი ტექსტი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭოს მდივანი და მდივნის არჩევის პროცედურა კონსტიტუციაში უნდა ყოფილიყო ჩაწერილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეებთან დაკავშირებით ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვა გაიმართა. კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს მხარი არ დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.