დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო ვიზიტად გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
✔შეხვედრა ეხებოდა „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ვალდებულებას, შექმნას გამჭვირვალე მმართველობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში დუშეთის მუნიციპალიტეტს გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება.
პროექტის კოორდინატორის, გიორგი ნასრაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამა მხარს უჭერს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას ოთხი ძირითადი მიმართულებით:
პოლიტიკური და ინსტიტუციური სტრუქტურების გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე;
დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის მიზნით;
ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება;
მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესება;
საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტის ფარგლებში, ამორჩეულია სამი სამიზნე რეგიონის მუნიციპალიტეტები: მცხეთა-მთიანეთიდან, იმერეთიდან და ქვემო ქართლიდან.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, გაეროს განვითარების ექსპერტები ნათია ფირაშვილი და ეკა დგებუაძე.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.