ვაკის რაიონში საგზაო სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, მე-20 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან N102 საჯარო სკოლამდე არსებულ მონაკვეთში ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური, ამ ეტაპზე კი ტროტუარის განახლება მიმდინარეობს. სამუშაოების მეორე ეტაპზე, რეაბილიტაცია გზის სავალ ნაწილს ჩაუტარდება.
პროექტის შედეგად, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობის გზა განახლდება, რაც კომფორტულად გადაადგილების პირობებს შექმნის.
აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, გზის საფარის განახლება ბედიას N4-ში სრულდება. პროექტის თანახმად, 1 100 კვ.მ ფართობის ეზოში ბორდიური მოეწყო და ასფალტის საფარი დაიგო.
საგზაო სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიმდინარე პროექტები განიხილა და მათ საჭიროებს გაეცნო.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.