ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
31-07-2015, 01:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის მმართველი, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.


მხარეებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას, რასაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს ისიც, რომ წელს საქართველოს ჩინეთიდან არაერთი მაღალი დონის დელეგაცია სტუმრობდა, მათ შორის - ვიცე-სპიკერი და მთავრობის წევრები.


შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.


მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივასა და აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და რომელსაც თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს. დელეგაციის ხელმძღვანელმა ბეიენქოლუმ საქართველოს მთავრობის მეთაურს სპეციალურად მისთვის დამზადებული ნამუშევარი - „ცხენები“ გადასცა, რომელზეც ჩინურად ირაკლი ღარიბაშვილის გვარი წერია. სტუმრის განმარტებით, ცხენი ჩინეთში წარმატების სიმბოლოა და ამ საჩუქრით იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. ჩინური დელეგაციის ხელმძღვანელმა კი საქართველოს მთავრობის მეთაურისგან საჩუქრად ქართულ მინანქარში შესრულებული ნამუშევარი მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი