დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლებში მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-6 კორპუსისა და მე-4 კვარტლის მე-2 და 22-ე კორპუსების დამაკავშირებელ მონაკვეთზე კონტრაქტორმა კომპანიამ გზის დაზიანებული საფარი მოხსნა და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოებს ახორციელებს.
ამასთან, ტროტუარისა და სამანქანო გზის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს დიღმის მასივის მეორე კვარტალში, მდინარე დიღმურას მიმდებარედ და ახმეტელის ქუჩაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.
დიდუბის გამგეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დისევის ქუჩის N5-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის პირველ ა კორპუსთან, აკაკი წერეთლის გამზირის N88 და N69-73-ში, ასევე, 155-ე საჯარო და „მწვანე სკოლებთან“ უკვე დაასრულა. 10 578 კვ.მ ფართობზე, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, ასფალტის საფარი მოწესრიგდა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები - „ბი ემ სი“ და „დრო“ ახორციელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.