„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი კოალიცია და მასთან მოთანამშრომლე პატარ-პატარა ჯგუფები არის „ივანიშვილის დამმარცხებელი არჩევნებში“.
„ის რომ გრიგოლ ვაშაძე ყველაზე წარმატებული საპრეზიდენტო კანდიდატი არის ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე; ის, რომ განახლება მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პოლიტსაბჭო შეივსო ახალი ხალხით, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ აი, ეს განახლების პროცესი აადვილებს, შესაძლებლობას ქმნის, რომ დაიძლიოს, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რაღაც პოლიტიკურ კეთრად აღქმის პროცესი. შანსი ეს არის. „მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის მარცხის ფორმულა ხელისუფლებასთან ჭიდილში, თორემ სოლიდურად მიიღებენ ხმებს და ისევ იქნებიან ოპოზიციაში. მარტო ანტიმიშისტები - ეს არის ასევე მარცხის ფორმულა, ამიტომ, გვინდა-არ გვინდა, ერთმანეთი უნდა ავიტანოთ და ჩვენი საზოგადოების დაკვეთა ეს არის - დიდი, ფართო, სათანამშრომლო ფორმატი სხვადასხვა ფორმის, დიდი კოალიცია, კიდევ პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც ამ კოალიციასთან თანამშრომლობენ, ეს არის ივანიშვილის დამმარცხებელი არჩევნებში“, უთხრა დავით ბერძენიშვილმა „რუსთავი 2“-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.