საქართველო და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის მინისტრმა დამირ კრსტიჩევიჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში გააფორმეს.
ხორვატიის საზღვაო ძალების შტაბბინაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს და თავდაცვის სფეროში ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ხორვატიამ სურვილი გამოთქვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთან ინტენსიური თანამშორმლობა გააგრძელოს.
ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ოცეულის გაწევრიანების მზადყოფნის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. „სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება არის პოზიტიური და 2020 წლიდან უკვე ჩვენ, მათ შორის სამხედრო პოლიციის ფორმატში, ნატოსთან ერთად სხვადასხვა მისიაში, სწავლებაში მონაწილეობას მივიღებთ, რაც კიდევ ერთხელ არის ჩვენი შესაძლებლობების აღიარება და ჩვენი შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან დაახლოება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ხორვატიის საზღვაო ძალების შტაბბინაში ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის ძალების ორ სამხედრო მოსამსახურეს - კაპიტან მიხეილ შენგელაიას და ლეიტენანტ ნათია ჟორჟოლიანსაც გაესაუბრა, რომელიც ხორვატიაში ინგლისური ენის კურსზე იმყოფებიან.
ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენასაც დაესწრება და სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას დაათვალიერებს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.