„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 18 აპრილს უვადო, მჯდომარე აქციას დაიწყებენ, თუკი ტაქსის მძღოლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„გუშინ, მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ საქართველო გაღვიძებულია. ათასობით ავტომანქანამ და ათასობით პროტესტანტმა ალყაში მოაქცია ქვეყნის მმართველის სასახლე. შეშინებული ოლიგარქი გაიქცა და პატრიარქის კალთას შეაფარა თავი, თუმცა არ მგონია, რომ ამან ის ყოველთვის გადაარჩინოს.
ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. თუ ამ დღეებში სასწრაფოდ არ დაკმაყოფილდება ტაქსისტთა მოთხოვნა, ხელისუფლება არ აიღებს ხელს დისკრიმინაციულ ნორმებზე იძულებითი გადაღებვისა და სხვა სისულელეების შესახებ, რომელთა მიზანია, განდევნოს თვითდასაქმებული ხალხი ბაზრიდან და მილიონიანი ბიზნესი დარჩეს კალაძესა და ივანიშვილს, თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ 18 აპრილს, დღის სამ საათზე, პარლამენტის წინ ვიწყებთ მჯდომარე, უვადო, პერმანენტულ საპროტესტო აქციას საყოველთაო გაფიცვით და ვეპატიჟებით იქ ყველას, ვისაც მამულისათვის გული უძგერს. აბა, ვნახოთ ვისი გავა", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.