ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლებს გასულ წელს განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მიაწოდა.
„ინსტიტუციური გაძლიერება, სამოქალაქო და ამომრჩევლის განათლება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო ოპერაციების დახვეწა - ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომლებზეც, თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია 2018 წლის განმავლობაში აკეთებდა ძირითად აქცენტს.
ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებთან არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა, მათ შორის 19 მაისს დაგეგმილ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებებზე.
თამარ ჟვანიამ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი გამოცემაც წარუდგინა. წიგნი ცესკოს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მომზადდა", აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.