„კრწანისში“ საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა
12-04-2019, 18:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლის საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

 

 

ოფიცრებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ცაბაძემ გადასცეს.

 

 

საჰაერო თავდაცვის სარაკეტო და რადიოლოკაციური სისტემების უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 30 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა.

 

 

კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო ფუნქციების მიხედვით, საერთო საჯარისო დისციპლინებს დაეუფლნენ. მათ საფრენ აპარატებთან, საჰაერო სივრცისა და საჰაერო მოძრაობის მართვასთან, ელექტროტექნიკასა და ელექტრონიკასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლეს და საჰაერო თავდასხმის საშუალებებს, რადიოლოკაციური და საზენიტო სარაკეტო სისტემების ოპერაციებს გაეცნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი