ტანკსაწინააღმდეგო ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული გეგმიური ჯავშანსაწინააღმდეგო საველე სწავლება ჩაატარა
12-04-2019, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული გეგმიური ჯავშანსაწინააღმდეგო საველე სწავლება ჩაატარა. წვრთნებს კონტროლს I ქვეითი ბრიგადის დამკვირვებელ-მაკონტროლებლები უწევდნენ.

 

 

სწავლების სცენარი ოპერატიული ბრძანების გაცემას და ქვედანაყოფის ოპერაციის რაიონში გადაადგილებას ითვალისწინებდა, რის შემდეგაც ტანკსაწინააღმდეგო ასეულმა ჩასაფრება მოამზადა და მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა გაანადგურა.

 

 

1-კვირიანი წვრთნები ოპერაციის დაგეგმვას, რეკოგნოსირებას, შენიღბვას, თავდაცვითი პოზიციების მოწყობას და დაკავებას, ასევე პოზიციების სწრაფ ცვლას, ჩასაფრებას, მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის განადგურებას და სამანევრი ქვედანაყოფების მხარდაჭერას მოიცავდა. სწავლების მიზანი სამანევრო ქვედანაყოფების მხარდაჭერა და მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის განადგურება იყო. I ქვეითი ბრიგადის დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფის შეფასებით სწავლებამ წარმატებით ჩაიარა და ჯავშანსატაკნო ქვედანაყოფი მზად არის მასზე დაკისრებული ამცანების შესასრულებლად.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი