მართლა გგონიათ, რომ კობახიძის გამო დავტოვეთ უმრავლესობა და ვიღაც ხელის ბიჭების გამო? - რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გამო, ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.
გოგიჩაიშვილის თქმით, მმართველი პარტია დაშორდა ხალხს, თავად კი, ისევ იმ იდეალების მატარებელია, რის გამოც საბურთალოს მოსახლეობამ დაუჭირა მხარი.
„ბოლო დღემდე იმედს ვიტოვებდით, რომ ეს ადმაიანი დაფიქრდებოდა, შეცვლიდა თავის გადაწყვტილებას, მაგრამ მან თავის გადაწყვეტილება გააფორმა „იმედის" პირდაპირ ეთერში. შესაბამისად, დღეს დგას ასეთი ამოცანა, ეს ადამიანი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს. ეს არის ეროვნული ამოცანა", განაცხადა გოგიჩაიშვილმა, რომლიც „დაიცავი საქართველოს" შეკრებას ესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.