„ჩვენ პიროვნებებს არ ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით იმ ტენდენციას და მოვლენას, რომლითაც სახიფათო ხდება წარსულში ძალადობრივი ქმედებების რეანიმაციის ფაქტი", აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.
დეპუტატი, რომელიც დღეს „დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე მივიდა, მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ წარსულის ძალადობა დღეს დასაშვებია.
„პიროვნებები კი არ არის აქ ჩვენი სამიზნე, არამედ გვინდა ცვლილებები, ვებრძვით იმას, რომ არ მოხდეს წარსულის აღზევება და ამ ცვლილებების პროცესში გვინდა, რომ იყოს უკეთესი რეალობა, ეს არის მთავარი იდეა. ამიტომ, უნდა შეიცვალოს ყველა, ვინც არის მართვის სადავეებთან და ვისაც მიაჩნია, რომ ის, რაც წარსულში ხდებოდა ძალადობის სახით, დღეს შეიძლება ეს იყოს დასაშვები", განაცხადა ეკა ბესელიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.