მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა, ქალაქ დუშეთის ქუჩებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
წარმომადგენლის თქმით, კარიაულების დასახლებიდან სოფელ ტონჩის ხიდამდე ასფალტის საფარის დასაგებად, შპს "ენკას" მიერ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცედურები.
როინაშვილის ქუჩის პრობლემურ მონაკვეთზე ტარდება გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაო, რომელსაც შპს "არქი ჯგუფი" ასრულებს.
ასევე რეაბილიტაცია უტარდება დუშეთის ბაზრის ტერიტორიას, სადაც ხდება სავაჭრო დახლების განახლება, ხოლო გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მოწესრიგება.
სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.