დედაქალაქის მერი სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
14-04-2019, 17:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო.

 


ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოსა და ფოიეში რამდენიმე გამოფენა იყო მოწყობილი. კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრთან და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი გამოფენა - „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“ დაათვალიერა.

 


გამოფენაზე წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის წერილები და მიმოწერა. ბავშვთა ანსამბლმა „მძლევარი“ კი სტუმრებისთვის „ჩემო კარგო ქვეყანა“ და „მრავალჟამიერი“ შეასრულა.

 


ამასთან, 17:00 საათზე, უნივერსიტეტის ბაღში ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ "33ა"-ს კონცერტი გაიმართება. დღის ბოლოს კი თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქის საკრებულოს შენობაზე მოეწყობა 3D ინსტალაცია - „ქართული ხელნაწერები“, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულ უნიკალური კოლექციას წარმოადგენს.

 


ღონისძიებების ორგანიზატორები არიან დედაქალაქის მერია, თბილისის საკრებულო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი