სემინარი „თბილისის გიდი“ ჩატარდა
14-04-2019, 22:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისათვის ორდღიანი სემინარი „თბილისის გიდი“ ჩაატარა.

 


თბილისში არსებული ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა სემინარები თემატიკებზე: მომსახურების სერვისების გაუმჯობესება, ქართული ღვინისა და კერძების შეხამება, ხოლო 13-14 აპრილს - „თბილისის გიდი“.

 


„თბილისის გიდი“ Free walking tours-ის გიდმა, ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა, PR School-ის ლექტორმა, კომპანია „ჯეპრას“ სოციალურმა მედია მენეჯერმა ზურაბ ბალანჩივაძემ და საქართველოს შემომყვან ტურ–ოპერატორთა ასოციაციის (GITOA) თანადამფუძნებელმა და „ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა“ პროფკავშირების თანადამფუძნებელმა თამაზ სულაძემ ჩაატარეს.

 


სემინარზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: მე-19 და მე-20 საუკუნეების თბილისის ისტორია; არქიტექტურა და ევროპული კვალი დედაქალაქში; ასევე, ტრადიციები და დღესასწაულები; სადარბაზოები და ეზოები; სხვადასხვა თემატური ტურების ორგანიზება.

 


მონაწილეებისათვის მოეწყო საფეხმავლო ტური რუსთაველის გამზირის, სოლოლაკისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე.

 


ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ნინო მაღრაძის თქმით, დედაქალაქში ტურიზმის განვითარებისთვის კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

 


„დაახლოებით, ერთი თვეა, სხვადასხვა თემატიკის სემინარები მიმდინარეობს. ორდღიან სემინარზე განვიხილეთ საკითხები - როგორ უნდა იყოს ორგანიზებული თბილისის ტური და რა ტიპის დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება, როგორი სახით უნდა მიაწოდოს გიდმა ინფორმაცია ტურისტებს და ასევე, დამსწრე პირებმა მოისმინეს ინფორმაცია თბილისის არქიტექტურის განვითარებასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, ერთი თვის განმავლობაში, სემინარებს 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მათი ჩართულობიდან და პოზიტიური გამოხმაურებიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერია შემოდგომიდან სემინარების ჩატარებას ისევ გააგრძელებს და მას რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატება“, - განაცხადა ნინო მაღრაძემ.

 

 

სემინარები კომპანია Travel Guide-თან პარტნიორობით ტარდება, რომელმაც 2019 წელს მუშაობა დაიწყო აპლიკაციის გაუმჯობესებულ ვერსიაზე, სადაც გიდების ბაზები ინტეგრირდება.

 

 

თბილისის მერიის მიერ გადამზადებულ პირებს საშუალება ექნებათ, აღნიშნულ ბაზაში მოხვდნენ. ისინი შეძლებენ, გაერთიანდნენ ერთიან სივრცეში და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ტურისტებთან, რაც მათ საშუალებას მისცემს მეტი შემოსავალი მიიღონ და უფრო პროდუქტიულები გახდნენ.

 

 

მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილია კიდევ ერთი სემინარის ჩატარება - სოციალური მედია მენეჯმენტი ტურიზმის სექტორში. დასწრება თავისუფალია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი