ვანში ქართული ენის დღე აღინიშნა
14-04-2019, 22:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში 14 აპრილს, ქართული ენის დღე აღინიშნება. დღეს ვანის მუნიციპალიტეტში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

 


ვანის მერიის ცნობით, დილიდან ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ვანის მეორე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია, “ენა ბურჯია ერისა“ წარმოადგინეს. მოგვიანებით ქ. ვანის გურამ ბზვანელის სახელობის მუსიკალური სკოლის დარბაზში , ა(ა)იპ ვანის სახელოვნებო განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილი იქნა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „ო ენავ ჩემო“. დღის მანძილზე გამართულ ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ასევე კულტურის და განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

ქართული ენის დღის აღნიშვნა საქართველოში 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა, ინტელიგენციასთან ერთად დაუპირისპირდა. მაშინდელი მთავრობა იძულებული გახდა, დემონსტრანტთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. კონსტიტუციის მანამდე სადავო, 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი