დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის ყოფილ სამუსიკო სკოლის შენობაში, უფასო გამოკვლევების აქცია გაიმართა.
მოსახლეობას ამ აქციით შესაძლებლობა მიეცა, ექიმის დანიშნულებით ჩაეტარებინა ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური კვლევები - ექოსკოპია და კარდიოექოსკოპია.
პაციენტებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს შესაბამისი სფეროს სპეციალისტებმა: ზოგადი ქირურგია, ანგიოქირურგია, თერაპია, ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, ტრავმატოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, გინეკოლოგია და პედიატრია.
მსგავსი ტიპის გამოკვლევები პერიოდულად გაგრძელდება მუნიციპალიტეტში.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.