გიორგი ვოლსკი: კურსი, რომელსაც საქართველოში ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, იყო მიმართული პირადი დიქტატორული მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე და ამასთანავე, მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს
15-04-2019, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მეც და ჩემს კოლეგებსაც არაერთგზის განგვიცხადებია, რომ კურსი, რომელსაც საქართველოში ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, იყო მიმართული პირადი დიქტატორული მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე და ამასთანავე, მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს", აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

 


მისი თქმით, აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას, როდესაც სრულიად იქნა იგნორირებული საქართველოს პარტნიორებთან შეთანხმებული სტრატეგია - ერთობლივად შემუშავებული „საგზაო რუკა“ და რუსეთს საშუალება მიეცა მოეხდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისათვის საჭირო გეგმის რეალიზაცია.

 

 

„დღეს, მინდა ყურადღება გავამახვილო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ახლა უკვე დაუფარავ გზავნილზე მისი პოლიტიკური ხედვის შესახებ, რომელიც მან წარმოადგინა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, იგი ფაქტიურად ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში.

 


შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინისათვის საერთაშორისო თანადგომა, ისევე როგორც საქართველოსათვის, გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს, რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება „კოლონიალური პოლიტიკის“ გამტარებელ ევროკავშირში.

 

 

გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა, უკრაინელებს დასავლეთის დიქტატისაგან დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივის სადემონსტრაციოდ წარმოუდგინა ანიმაციური ფილმი, მულტფილმი, რომელიც დედაქალაქის ახლად აშენებულ ქალაქში გადატანის და საყოველთაო კეთილდღეობის დემონსტრირების კონცეფციაზეა აგებული.

 

 

საქართველოსთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ლიდერისაგან მოსმენილი ფორმულირებები ერთგვარი პასუხია იმ პროცესების საყოველთაო პოზიტიურ შეფასებაზე, რომელიც მიმდინარეობს პარტნიორ ქვეყნებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ფორმატში პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.

 

 

დასაშვებია, რომ ეს გამოხტომა მავანმა დასავლეთისგან უარყოფილი რევოლუციონერი პოლიტიკოსის არაადეკვატურობის მორიგ გამოხატულებად მიიჩნიოს, თუმცა, თუკი ყურადღებით გავაანალიზებთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მის გარშემო გაერთიანებული სატელიტური პოლიტიკოსების და ნაკლებად პარტიების ბოლოდროინდელ ქმედებებს, მათი საპრეზიდენტო კანდიდატის და ახლა უკვე თამჯდომარის მონაცემებს, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის დაუოკებელ მცდელობებს, დასკვნებიც სხვა შინაარსის იქნება.

 


იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარებაში უფრო ფართოდ გარკვევის სურვილს გამოხატავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

 

 

ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხალხისათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური პარტიების პოზიცია, ისევე როგორც დიპლომატიური კორპუსის მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მათი ქვეყნების და გაერთიანებების მოღვაწეობის „კოლონიალისტურ პოლიტიკად“ შეფასების თაობაზე“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი