საქართველოს პრემიერ მინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს შეხვდა.
საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე რეფორმებსა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა საქართველო-რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკური კავშირების მასთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები.
პრემიერ მინისტრი მიესალმა რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის დღის წესრიგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობაზე.
რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ისკო დასენი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.