ზუგდიდის მცხოვრებმა სერგო ყურაშვილმა მდინარე ტეხურაში, სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტერიტორიაზე დიდი ზომის ლოქო დაიჭირა. ლოქო დაახლოებით 60 კილოგრამს იწონის და 1 მეტრი და 80 სანტიმეტრია. მისმა შვილმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა მამუკა ყურაშვილმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ ლოქო ანკესის გამოყენებით დაიჭირეს.
"ტელეფონით დამირეკა. დავიჭირეო და მივედი. მე მამაჩემისგან 200 მეტრის მოშორებით ვთევზაობდი. ადრეც დამიჭერია თოთხმეტკილოიანი და 30-კილოგრამიანი თევზი, მაგრამ ეს ყველაზე დიდია. ბადით არ დავდივართ. მარტო ანკესით", - თქვა მამუკა ყურაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.