საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"ვეტო არის კონსტიტუციური მექანიზმი იმისთვის, რომ სწორედ ასეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უფრო ეფექტური კანონმდებლობა მივიღოთ, ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას და გაძლიერებას, ამ კონტექსტში ითანამშრომლოს პარლამენტმა, პრეზიდენტმა, მთავრობამ და ერთად ქვეყანას უკეთესი გადაწყვეტილებები მისცეს. გამომდინარე აქედან, მე მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენი ხალხის რჩეული დეპუტატები შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან საკითხს, ჩემს მიერ წარმოდგენილ ვეტოს და ალტერნატიული კანონპროექტის მიღებით უკეთეს, უფრო სწორ და გაწონასწორებულ კანონმდებლობას მისცემენ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო. პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნების მომზადებისა და კონსულტაციებისთვის 10 კალენდარული დღე განსაზღვრა.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.
მთავრობა და საპარლამეტნო უმრავლესობის წარმომადგენლები ვეტოს დადების საფუძველს ვერ ხედავენ. მათი განცხადებით, კანონპროექტის არსებულ რედაქციაში საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები გათვალისწინებულია. ამასთან, როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, სექტემბერში კანონპროექტში საერთაშიროსო სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმული შენიშვნებიც აისახება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.